რეგიონი

სოხუმში თურქეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2023 წლის 23 მაისს ქალაქ სოხუმში, თურქეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქე ნიჯათ დადაშოვი დააკავეს.

ცნობისთვის, 21 წლის თურქეთის მოქალაქე აიდინ ახმეტი ქალაქის ცენტრში 23 მაისს მოკლეს.

მასთან ერთად, სროლის დროს. კიდევ 4 პირი, მათ შორის 14 წლის მოზარდი, დაიჭრა.

ისინი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით, საავადმყოფოში მოათავსეს.

მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 24 მაისს აღიძრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button