მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სოხუმში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სტიქიას ებრძვიან სოხუმში, უხვმა ნალექმა გამოიწვია ცენტრალური ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების ეზოები. ქალაქის დატბორვა სამ საათიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, შემოგარენში არსებული მთებიდან ჩამოვიდა ღვარცოფიც.

ძლიერმა ქარმა დააზიანა სახლების სახურავები და ელექტროგადამცები სადენები, ამ დრომდე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამასთანავე, დაიტბორა რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზები სოხუმში.

ამ დროისთვის ქალაქში ელექტროენერგიის აღსადგენად და ბაზებიდან წყლის ამოსატუმბად სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button