“სოლიდარობა მუშებს” – აქცია პარლამენტთან

პროფესიული კავშირების, “აუდიტორია 115”- ისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით აქცია ლოზუნგით – “სოლიდარობა მუშებს” გაიმართა.

პარლამენტთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი გზავნილები შესაბამისი ორგანოების მისამართით.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ეთერ მათურელიძემ აღნიშნა, აქცია ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნას მიეძღვნა.

ისინი აპროტესტებენ იმ მდგომარეობას, რომელიც, მათი თქმით, სამუშაო ადგილებზე ხდება.

მათურელიძის თქმით, სახელმწიფოს მშრომელი ადამიანის ღირსება და ღირსეული შრომა, ბოლო ადგილზე აქვს გადატანილი და ადამიანები, მისივე განცხადებით, არ არიან დაცული იმისგან, რომ სამსახურიდან მშვიდობით დაბრუნდნენ სახლში.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

შრომის ინსპექციის სამმხრივი კონტროლი, რეგრესის პენსიის დაწესება მაღაროელებისა და მეშახტეებისთის, ასევე მათი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და კონსტიტუციის შეთანხმება სტუდენტებთან და პროფესიულ კავშირებთან – ესაა მათი ძირითადი მოთხოვნები.

მსგავსი პოსტები

Back to top button