რეგიონი

“სოლიდარობა უკრაინელ ჟურნალისტებს და უკრაინელ ხალხს”-ზუგდიდში აქცია გაიმართა

“სოლიდარობა უკრაინელ ჟურნალისტებს და უკრაინელ ხალხს”,-ამ სლოგანით ზუგდიდში ჟურნალისტებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა აქციაზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოფინეს და მდუმარე აქციით გააპროტესტეს რუსული აგრესია და ომი უკრაინის წინააღმდეგ.

აქციას ზუგდიდში მყოფი ბრიტანელი ჟურნალისტიც შეუერთდა,რომელიც ენგურის ხიდზე იმყოფებოდა მასალის მოსამზადებლად.

“ჩვენ ვიცით რა არის ომი, რადგან რუსეთთან ეს უკვე გამოვიარეთ 2008 წელს და იგივე გრძელდება დღეს უკრაინაში. პირველ რიგში ამ აქციით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და სრულიად უკრაინას. რადგან ვფიქრობთ, რომ მათთვის თითოეული თუნდაც მცირედი მხარდაჭერაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან. დიდება უკრაინას, არა ომს, რუსეთი ოკუპანტია”,-ასე მიმართეს სამეგრელოდან ჟურნალისტებმა უკრაინელებს და ამ ფორმით გაამხნევეს ისინი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მხარდასაჭერი აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად იმართება.
რუსულ აგრესიას და ოკუპაციას აპროტესტებს სრულიად ცივილური სამყარო და მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button