რეგიონი

სოლიდარობის გზავნილი უკრაინას

სოლიდარობის გზავნილი უკრაინას-უკრაინის მხარდამჭერი წარწერები საქართველოს დროშაზე, თელავშიც გაკეთდა.
სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის ცენტრში, თელავის დრამატული თეატრის წინ შეიკრიბნენ და ადგილობრივებს უკრაინის

მხარდამჭერი წარწერებისა და გზავნილების გაკეთებისკენ მოუწოდეს.
სოლიდარობის გზავნილების შეგროვება დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას ორგანიზებას, მოძრაობა დროა უკეთებს, რომლის ლიდერებიც დროშებს გზავნილებით, უკრაინაში ჩაიტანენ.

სოლიდარობის გამომხატველი წარწერები დღეს, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და სამტრედიაშიც გროვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button