მნიშვნელოვანიმსოფლიო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლა გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ორმხრივი ცეცხლი გრძელდება, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე კი შეტაკებები მიმდინარეობას. ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთი აზერბაიჯანულ მხარეს ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შედეგადორმხრივი ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ლაშინის, დაშქესანისა და ქელბაჯარის რაიონებში პროვოკაციაში ადანაშაულებს და კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრის შესახებ.

სომხეთის თავდაცვის უწყება კი ირწმუნება, რომ „მოწინააღმდეგე ვარდენისის, სოტკის, არდანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით არტილერიას, ნაღმმტყორცნებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და მსხვილკალიბრიან იარაღს იყენებს.

ზერბაიჯანული მხარე ამ ბრალდებას უარყოფს და სომხეთს პროვოკაციულ დეზინფორმაციაში სდებს ბრალს.

„ვადასტურებთ, რომ აზერბაიჯანის არმიის კონტრზომები მიმართულია მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ“, – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მსგავსი პოსტები

Back to top button