მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25-26 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
უწყების ცნობით, სომხურ მხარეს დანაკარგი არ განუცდია და ამ დროისთვის ვითარება შედარებით სტაბილურია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას უარყოფს და სიცრუეს უწოდებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ინფორმაცია მცდარია და რეალობას არ ასახავს.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია სრულიად მცდარია და არ ასახავს რეალობას“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.