მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შედეგების მიღწევამდე საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება-ბაქრაძე

დავით ბაქრაძე, რომელიც შეთანხმების დოკუმენტის ინდივიდუალური ხელმომწერია, დღეს პარლამენტის სხდომას არ დაესწრო. ბაქრაძის განმარტებით, ის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, რაც გიორგი რურუა გათავისუფლდება და ამნისტიის კანონი კენჭისყრაზე დადგება.

“პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია – საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

შეგახსენებთ, დღეს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button