სომხეთის ნაკრების 28 წლის კაპიტანი ვარაზდატ აროიანი დღეს ბერძნული “ლარისას” ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მობილიზაცია შეეხო და ყარაბაღის ფრონტზე გააგზავნეს.
აროიანი მცველია, “პიუნიკის” აღზრდილია, ბოლოს ირანის “პადიდესა” და რუსეთის “ურალში” თამაშობდა, ნაკრებში 52 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს “არარატ-არმენიასა” და “ცრვენა ზვეზდას” შორის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი ერევანში არ გაიმართება, რადგან უეფამ უსაფრთხოების გამო შეხვედრის კვიპროსში ჩატარება გადაწყვიტა.
11 ოქტომბერს სომხეთმა საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პირველ ტურში ერევანში უნდა უმასპინძლოს და ალბათ, ამ შეხვედრას ან გადაიტანენ და ან ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ.