მსოფლიო

სომხეთმა 200-მდე სამხედრო დაკარგა – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ სომხური ძალების წინააღმდეგ ოპერაცია „მტკიცე პასუხი“ ჩაატარეს, რომლის შედეგად სომხეთმა 200-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამის შესახებ Report.az  იუწყება.

„ოპერაცია მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარდა. ის დილის 9.15-ზე დასრულდა. დარტყმები ზუსტი იყო და სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. სომხეთის მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ისინი ლაჩინის და ქალბაჯარის მიმართულებით პროვოკაციებისთვის იყენებდნენ, მაღალი სიზუსტის იარაღით არის განადგურებული. ამ ობიექტების აღდგენას არაერთი წელი დასჭირდება“ – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხურ მხარეს „ასობით დაჭრილია“. განადგურებულია S-300 -ის ტიპის ორი დანადგარი, რომელთა ფასი ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  აზერბაიჯანის ჯარმა რამდენიმე სტრატეგიული მაღლობი დაიკავა საზღვრის სიახლოვეს, სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი რამდენიმე სტრატეგიული კომუნიკაცია საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოექცა. ბაქო აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას არ გეგმავს, მაგრამ ნებისმიერ პროვოკაციას უმკაცრეს პასუხს გასცემს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button