ახალი ამბებიმსოფლიო

სომხეთს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანაიტ ავანესიანი დაინიშნა, – ინფორმაციას სააგენტო Armenpress-ი სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

მანამდე პრეზიდენტმა ხელი მოწერა განკარგულებას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან არსენ ტოროსიანის გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

ანაიტ ავანესიანს დღემდე სომხეთს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button