მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან აღდგება

15 ივნისიდან სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

“უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი თბილისის გავლით დაიძრება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავი ზღვის პირა კურორტებს, ჩვენს დედაქალას, სხვა ტურისტულ ადგილებს”, – თქვა თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ეკონომიკის მინისტრის ინფრომაციით, პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველოში ტურისტულმა ნაკადებმა იმატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button