მნიშვნელოვანიმსოფლიო

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დღეს სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ერთი თვე, 16 აპრილამდე გაგრძელდება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სომხეთში ითვალისწინებს:
საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვას და მათში მონაწილეობას,
არეგულირებს ანტიეპიდემიოლოგიური ღონისძიბების ჩატარებას,
ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქის სპეციალურ საკარანტინო ზომებში გადაყვანას,
ტრანსპორტის მოძრაობაზე კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას,
ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ქვეყნის მოქალაქეების შესვლას, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეინიშნება.

ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც კვეთენ სომხეთის რესპუბლიკის საზღვარს და ამავე დროს უარს ამბობენ სამედიცინო შემოწმებაზე, ჰოსპიტალიზაციაზე ან კარანტინში გადასვლაზე, შესაძლოა, დაექვემდებარონ იძულებით გადაყვანას საკარანტინო ზონებში.

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button