სომხური კონიაკის უაქციზოდ გაყიდვისთვის 4 პირი დააკავეს
ძვირადღირებული სომხური კონიაკის უაქციზოდ რეალიციზაციისთვის 4 პირი დააკავეს.
ამის შესხებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად, დაკავებული არიან ვლადიმერ სააკოვი, ელბრუს ოგანესიანი, ნიკოლოზ გულუაშვილი და არამ ხალიფიანი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირად ღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.”
დაკავებულებს 6-8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.