სოფელ ბაკურციხეს განახლებული კულტურის ცენტრი ექნება

სოფელ ბაკურციხეს განახლებული კულტურის ცენტრი ექნება. შენობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და 20 წელია არ ფუნქციონირებს. შენობა მთლიანად რემონტდება.

კერამო-გრანიტითა და ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება იატაკი, კეთდება მეტალოპლასტმასის ფანჯრები, მდფ-ის კარები, იცვლება შენობის სახურავი. ასევე, დამონტაჟდება გათბობის სისტემა, მოწესრიგდება ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი.

გარდა შენობის რეაბილიტაციისა, პროექტი ეზოს მოპირკეთებასაც ითვალისწინებს.  სამუშაოების ღირებულება 1 922 556 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button