სოფელ ცოდნისკარში სკოლის დირექტორი გარდაიცვალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს სკოლის დირექტორი გარდაიცვალა.

ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” სოფლის დეპუტატმა დაუდასტურა. დირექტორი 65 წლამდე ასაკის იყო.

წინასწარი ინფორმაციით, დირექტორის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მომხდარზე გამოძიება არ არის დაწყებული. როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინსტროში განუცხადეს, მათთან შეტყობინება ჯერ არ შესულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button