სოფელ გუჯარეთთან ახლოს 27 წლამდე მამაკაცის გვამი იპოვეს

ლაგოდეხში, სოფელ გუჯარეთთან ახლოს 27 წლამდე მამაკაცის გვამი იპოვეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, “მამაკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა”.

გვამი მწყემსა ნახა. როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, ჩატარდა ექსპერტიზა. გამოძიება სსკ–ს 115–ე მუხლით მიმდინარეობს. რა გახდა 27 წლამდე მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი, გამოძიება ამის შესახებ დეტალებზე არ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი იყო, რომელიც მიმდინარე წლის მარტში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს გარდაიცვალა.

27 წლამდე მამაკაცი ერთ–ერთ საკრედიტო ორგანიზაციაში მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button