მნიშვნელოვანისიახლეები

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ქუჩები დაიტბორა

ბათუმის ქუჩები ძლიერი წვიმისგან ისევ დაიტბორა და ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. . ქალაქის მერიის ინფორმაციით, წყალდიდობის მიზეზი კალაპოტიდან გადმოსული ადიდებული მდინარეებია. „ბათუმის წყალში” აცხადებენ, რომ სამსახურის თანამშრომლები სანიაღვრე ჭებს წმენდენ და დატბორილი ქუჩებიდან წყალს ტუმბავენ. ასევე, მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოებიც.ადგილზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფება.

„ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები. უხვი ნალექის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რამაც გამოიწვია მიმდებარე ქუჩების დატბორვა. შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი“, – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე კვირაში ბათუმი უკვე მეორედ დაიტბორა. 24 ოქტომბერს ძლიერი წვიმის დროს დაიტბორა ქალაქის ქუჩების ნაწილი, განსაკუთრებით კი დაბა მახინჯაური და თამარის დასახლებაში მდებარე გზა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე რამდენიმესაათიანი ხერგილი შეიქმნა. დაზიანდა ავტომანქანები.
……………

ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

მსგავსი პოსტები

Back to top button