სოფელ ანაგაში ბანკის ფილიალი გაქურდეს

სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში ლიბერთი ბანკის სერვის-ცენტრი გაქურდეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, წაღებულია სეიფი, თუმცა უცნობია იდო თუ არა იქ თანხა.

მომხდარის შესახებ ადგილზე მისულმა თანამშრომელმა შეიტყო, რომელიც წნორის პოლიციაში დაკითხეს. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს კრიმინალისტებმა. სერვის-ცენტრი მიმდინარე წელს უკვე მეორედ გაქურდეს.

ჯერ არავინ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button