სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოხერხდა 80 წლამდე ასაკის ქალის გადარჩენაც, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა. ცეცხლის ლიკვიდაცია ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მოახდინა.

ხანძრის გამომწვევ, სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტროგაყვანილობა სახელდება. ახმეტის გამგებლის თქმით, დაზარალებულ ოჯახს გამგეობა სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button