მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ დარჩელში მოსახლეობამ საძოვრების გაყიდვა გააპროტესტა

ზუგდიდის სოფელ დარჩელში მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა და საძოვრების გაყიდვა გააპროტესტა.

მათი თქმით, მიწა ადგილობრივმა ხელისუფლებამ 45-წლიანი იჯარით რუსეთ-საფრანგეთის მოქალაქე ბიზნესმენს გადასცა.

მეიჯარემ საძოვრების დამუშავება უკვე დაიწყო.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ერთადერთი შემოსავალი ოჯახების სარჩენად მესაქონლეობაა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ გამოჩენილან.

ადგილობრივები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ იჯარა გააუქმოს და საძოვრები კვლავ სოფელის მოსახლეობას დაუბრუნდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button