მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
სოფელ დავითიანის საჯარო სკოლაში ხანძრის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დავითიანის საჯარო სკოლის შენობას ხანძარი სასწავლო პროცესის დაწყებამდე გაუჩნდა.
მერის წარმომადგენელმა სოფელში ეკატერინე აბაკელიამ რადიო თბილისთან აღნიშნა,რომ ცეცხლი მოსწავლემ შეამჩნია.
” სკოლაში მოსულმა მეხუთე კლასის მოსწავლემ ხანძარი გაკვეთილის დაწყებამდე შეამჩნია და მასწავლებელს აცნობა.
“სახანძრო-სამაშველო სამსახური მალევე მივიდა ადგილზე და ცეცხლი ლიკვიდირებულ იქნა. საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი ზარალი არ არის, სავარუდოდ ხანძარი შეშის ღუმელს გაუჩნდა, დაზიანებულია სკოლის სახურავის მცირე ნაწილი”, – ამბობს მერის წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ორშაბათიდან სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება.