სოფელ ერისიმედში, საკარანტინე წესები ამოქმედდა
9 ოქტომბრის დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, საკარანტინე წესები ამოქმედდა.
სოფელში კორონავირუსის ორი შემთხვევის დაფიქსირების გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, სოფლის შესასვლელ-გასასვლელში, სამედიცინო კარვები განთავსდა.
კარვებში მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივების PCR ტესტირებაც მოხდება.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, კარვების განთავსების მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების ცვლილებაა.
“პრევენციული ღონისძიების მიზეზი მოქალაქეთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობაა, რის გამოც სხვა შეზღუდვებთან ერთად, სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში სწავლა დღეიდან დისტანციური მეთოდით იქნება”, – განაცხადა შიოშვილმა.
კოვიდ – 19- ის ორი შემთხვევა, სოფელ ერისიმედში, 7 ოქტომბერს დაფიქსირდა.
ვირუსი 58 წლის ქალს და მის მეუღლეს დაუდასტურდათ, რომლებსაც ადგილობრივების უმრავლესობასთან ჰქონდათ კონტაქტი.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში, კორონავირუსით დაინფიცირების 74 შემთხვევაა დადასტურებული