სოფელ ეწერფერდში საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდში სადაც საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს. სოფლის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი სოფელში გზების გაკეთებას ითხოვენ. გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ადგილობრივების თქმით, წვიმის დროს გადაადგილება უჭირთ და წყალი სახლებშიც უვარდებათ.
დაახლოებით 5 თვის წინ მათ ადგილობრივი ხელისუფლება დაჰპირდა რომ პრობლემას მოუგვარებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ პროექტი სოფლის საკრებულომ ჩააგდო.
პროექტს მხარი ქართლი ოცნების გარდა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც არ დაუჭირეს.
ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მერი და მისი მოადგილე.
მერი განმარტავს, რომ გზა ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონული ფონდიდან უნდა გააკეთოს გზა.
ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მთავრობა პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულია.