“საქართველოში შრომის კოდექსი ერგება ყველას, გარდა დასაქმებულებისა”

სუპერმაკეტების ქსელ “ფრესკოსა” და მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” თანამშრომლების პროტესტს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC სპეციალურ სტატიას უძღვნის.
BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქართველი დასაქმებულები პროტესტისთვის სოციალურ მედიას იყენებენ.
სტატიაში ნათქვამია, რომ „ბიბლუსისა“ და „ფრესკოს“ შემთხვევებში ორივე პროტესტი facebook-ით დაიწყო, სადაც შესაბამის ვიდეოებს საზოგადოების მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა.
BBC-ის ერთ-ერთი facebook მომხმარებლის კომენტარი მოჰყავს ციტატად, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში შრომის კოდექსი ერგება ყველას, გარდა დასაქმებულებისა.
წყარო – ტელეკომპანია იმედი