რეგიონი

სოფელ ინგირში, სასაფლაოს მიმდებარედ, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში, სასაფლაოს მიმდებარედ, გამვლელებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

პირველადი დათვალიერებით, ცხედარს დაზიანება არ ეტყობოდა. ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. პიროვნების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

სავარაუდოდ, ის 2 დღის გარდაცვლილია.

შსს-ს ცნობით,გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button