მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ კაბალში, მე-15 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში #15 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირებაა. საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მურად სარდაროვმა საარჩევნო უბანზე მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა გამოართვა. ეს ფაქტი დააფიქსირეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც და დაიწყეს გარკვევა, რატომ ჰქონდა კომისიის წევრს სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სადამკვირვებლო მისია „თავისუფალი ხმის“ წარმომადგენელმა ანა კოპაძემ უბანზე საჩივარი დაწერა.

„”ქართული ოცნების” წარმომადგენელი, წესით, დამკვირვებელი უნდა ყოფილიყო საარჩევნო უბანზე, თუმცა უბნის გარეთ იდგა და ხელში ეკავა სხვისი პირადობა. ეს დარღვევაა და შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას კოპაძემ. მურად სარდაროვმა თქვა, რომ სხვის პირადობის მოწმობას ამოწმებდა ცესკოს საიტზე.

#15 უბანზე კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ განმარტა, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა თავად სთხოვა დახმარება.

„პირადობის მოწმობა მომაწოდა, გადაამოწმე რომელ უბანზე უნდა მივცე ხმა, არ ვიციო. მხოლოდ ამას ვაკეთებდი. ცესკოს საიტზე შევედი და დავადგინე, რომ ამ უბნის ამომრჩეველი არ იყო, სულ ეს იყო“, – თქვა მურად სარდაროვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button