მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ კაბალში სახალხო დამცველთან ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ნიშნობაზე ისაუბრეს

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ნიშნობაზე ისაუბრეს დღეს, კახეთში, სახალხო დამცველთან.

შეხცედრა ლევან იოსელიანთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შედგა, რომელიც ოთხ სოფელ აერთიანებს და მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასს აღწევს .

არასმათავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ მუმლაძემ განაცხადა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება და დანიშვნა, ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ამ მიმართულებით, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

სახალხო დამცველთან ადგილობრივებმა ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემებიც დააყენეს. მოსახლეობა სახანძრო მანქანას და შიდა გზების მოასფალტებას ითხოვს.

” ჩვენი სოფელი რაიონული ცენტრიდან ძალიან დაშორებულია. სანამ სახანძრო მოვა, სახლი თუ სხვა ნაგებობები, უკვე განადგურებულია. მოთხოვნაც არის და თხოვნაც, იქნებ ერთი მანქანა სოფელში იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ“ – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

„ჩვენი ბავშვები სკოლაში რომ მიდიან, ტალახში არიან ამოვლებული. წვიმიან ამინდში ორმოები წლით ივსება და გავლა შეუძლებელია. ზაფხული კი სოფელი მთლიანად მტვერშია გახვეული. ნუთუ არ შეიძლება ასფალტი აქაც დააგონ?”- თქვა შეხვედრის ერთ- ერთმა მონაწილემ.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ კაბალში დასახელებულ პრობლემებზე კონკრეტული რეაგირება ექნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button