სოფელ კაბლიდან გატაცებული 23 წლის ქალი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლიდან გატაცებული 23 წლის ქალი იპოვეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, სად იპოვეს ახალგაზრდა ქალი და დაკავებულები არიან თუ არა, მისი გამტაცებლები.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი ამ წუთებში თელავის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. პოლიციასთან იმყოფებიან, მისი ოჯახის წევრებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში, ოპერატიული ძიების შედეგებს ელოდებიან.
სოფელ კაბლიდან გატაცებული ქალის საქმეში ოჯახმა ადვოკატი ჩართო
28 ივლისს, თბილისის ერთ- ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლიდან, ოთხმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით გაიტაცა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.