მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სოფელ კირბალთან უკანონოდ დაკავებული მწყემსი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან უკანონოდ დაკავებული მწყემსი თავისუფალია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოკუპანტებმა ზურაბ დოთიაშვილი საქონლის მწყემსვის დროს უკანონოდ დააკავეს.

“საქონელი ჰყავდა, ნახირში დადიოდა ხოლმე და საქონელი რომ მოვიდა, მერე ეს კაციც აღარ გამოჩნდა, უპატრონოდ მორბოდა საქონელი. გავიგეთ მერე, რომ გაიტაცეს, ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები ჩვენს სოფელში – შარშან ამ დროს საქონელი გაიტაცეს, წელს მენახირე,”- ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარის შემდეგ, დაუყონებლივ გაააქტიურა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც მიაწოდა. უკანონოდ გატაცებული საქართველოს მოქალაქე დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button