მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს-ოკუპანტების 178 150 ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა მტრის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 4 სარაკეტო და 40 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 9 აპრილამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 178 150
​ტანკი -3 636
ჯავშანტექნიკა – 7 024
საარტილერიო სისტემა – 2740
სარაკეტო სისტემა – 533
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 282
თვითმფრინავები – 307
ვერტმფრენი – 292
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 312
საკრუიზო რაკეტები – 911
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 602
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 309.

მსგავსი პოსტები

Back to top button