რეგიონი

სოფელ კოკში, 18 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოკში, 18 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

ახალგაზრდის ცხედარი უკვე დაასვენეს სოფელ კოკში საკუთარ სახლში.

შეგახსენებთ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში დენის დარტყმის შედეგად 18 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა მამაკაცი სოფლის სტადინოზე განთავსებული გარეგანათების შეკეთებას ცდილობდა.

“ბავშვები თამაშობდნენ თურმე სტადიონზე და შუქი არ იყო. ამას უთქვამს მე გაგიკეთებთ ბავშვებო შუქსო და მაშინ მოხდა ეს შემთხვევა…ამან შეიწირა ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე”, – თქვა ადგილობრივმა მცხოვრებმა ელისო ლაგვილავამ.

ალექსი ბუაძე აბიტურიენტი იყო

მსგავსი პოსტები

Back to top button