სოფელ კოკში სანდრა რულოვსსა და დავით ნარმანიას შორის კამათი მოხდა

სამეგრელოს სოფელ კოკში, 21-ე საარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერ, დავით ნარმანიას შორის სკამათი მოხდა.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე მისულმა სანდრა რულოვსმა დავით ნარმანიას მიმართა – ,,თქვენთვის მთავარია, რომ ჩვენები შიგნით არ იყვნენ და თქვენ რაც გინდათ ის გააკეთოთ, თქვენი დედიკოს სკოლაში“, “. რაზეც ნარმანიამ უფასუხა, რომ დედამისი აქ ასწავლიდან და თავადაც ეს სკოლა დაამთავრა.
ამის შემდეგ, საუბარში „ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ზარქუა ჩაერთო, რომელიც დავით ნარმანიას ახლდა.
„ამდენი დაუსჯელი ადამიანი დადის ქვეყანაზე თქვენი ხელისუფლების პირობებში, არაფერი არ გაგიკეთებიათ 7 წელი, ამიტომ მიიღებთ შედეგს, “, – მიმართა ნარმანიასა და ზარქუას სანდრა რულოვსმა.