მნიშვნელოვანისიახლეები

,,მომავალშიც ეკონომიკის ზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება,,-კობახიძე

აუხსენით საზოგადოებას რატომ იხდიდა 8 თეთრს ივანიშვილი ელექტროენერგიაში რატომ იხდის საქართველოს მოქალაქე 18-22-26 თეთრს?-კობახიძეს ენმ დაუპირისპირდა

ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი და მომავალშიც ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ წარადგინა სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს 10-თვიან პერიოდს.

წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამას, რომელიც მოიცავს ათ თვიან პერიოდს გასაგებ მიზეზთა გამო. ოქტომბერში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე მომზადდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და პარლამენტის შეკრების შემდეგ წარმოგიდგენთ უკვე ახალ, ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას, სადაც იქნება გაწერილი ახალი ინიციატივები, რომლებიც სწორედ ჩვენ საარჩევნო პროგრამას დაეფუძნება. საუბარია არსებითად იმ ღონისძიებების, ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე, რომელიც თავის დროზე, 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში გვქონდა გაწერილი და რომელიც გაიწერა 2021 წლის სამთავრობო პროგრამაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გასული 10 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ორი ურთულესი კრიზისი – ეს იყო 2015-16 წლების კრიზისი, მათ შორის სავალუტო კრიზისი, ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი 2020-21 წლებში და საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ კრიზისების ფონზე მოვახერხეთ პრობლემების დაძლევა და განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა ამ სამი წლის განმავლობაში და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა. მათ შორის, რადიკალურად შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი, თუ 2020 წლისთვის საგარეო ვალი იყო 60%-ზე მეტი, 39,5 %-მდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ასევე ბიუჯეტის დეფიციტი 9,3 % – დან შემცირდა 2,5%-მდე; 5%-ს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე 1%-ზე ნაკლებია ბოლო რვა თვის ინფლაციის მაჩვენებელი. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს ოპტიმალური მაჩვენებლები, ეკონომიკური, ფისკალური მაჩვენებლები და რა თქმა უნდა, მაქსიმალური აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ეკონომიკური განვითარების ტემპი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს. უკვე დაწყებულია კონკრეტული ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ეკონომიკის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი საკითხია. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. საქმე ეხება გზებს, საავიაციო ტრანსპორტს, რკინიგზას, კომუნიკაციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიგზას, კომუნიკაციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, საბანკო ოლიგარქია, გაზრდილი საწვავის ფასები, მაინტერესებს როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი პრემიერობის კანდიდატი ამ პრობლემების მოგვარებას? აუხსენით საზოგადოებას რატომ იხდიდა 8 თეთრს ივანიშვილი ელექტროენერგიაში, რატომ იხდის საქართველოს მოქალაქე 18-22-26 თეთრს? – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, პრემიერ – მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს, რომელსაც დეპუტატები ოპოზიციის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი დაინტერესდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან მოესმინა პასუხები კითხვებზე, თუ როგორ გეგმავს ის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გაძვირებული ტარიფების დარეგულირებას.

„კითხვა მაქვს ივანიშვილის წარმომადგენელ პრემიერობის კანდიდატთან საწვავის ფასთან დაკავშირებით, 10 ლიტრი საწვავი ჩვენს მოქალაქეს უჯდებოდა 20 ლარი, ახლა 30-32 ლარი უჯდება. 1 500 000 ავტომობილია რეგისტრირებული, საშუალოდ ყოველდღიურად 700 000 ავტომობილი გადაადგილდება. ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს ჰპირდებოდა ტარიფების განახევრებას, ამასობაში კი ვხედავთ, რომ თუ 35-42 ლარს იხდიდნენ ელექტროენერგიაში, ახლა 55-62 ლარს იხდიან, ბიძინა ივანიშვილი კი 8 თეთრს იხდიდა და გამოიმუშავებდა ბიტკოინებს. აუხსენით საზოგადოებას რატომ იხდიდა 8 თეთრს ბიძინა ივანიშვილი და რატომ იხდის საქართველოს მოქალაქე 18-22-26 თეთრს და ბიზნესი მეტს?! უთხარით მოქალაქეებს ამ პრობლემას როგორ მოაგვარებთ. გაზის, წყლის გადასახადიც არის გაძვირებული. უთხარით მოსახლეობას, კიდევ შეეშინდება მოსახლეობას ქვითრის მისვლის თუ ამ პრობლემას მოაგვარებთ, როგორც იგივე საწვავთან დაკავშირებით? ასევე, უნდა გკითხოთ საბანკო ოლიგარქიაზე, ბოლო მონაცემებით, 307 000 ადამიანს დალომბარდებული აქვს ქონება. საქართველოს მოქალაქის ქონება არის ლომბარდში და ადამიანები მუშაობენ და წვალობენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ლომბარდის კაბალურ პირობებს დააღწიონ თავი. საბანკო ოლიგარქია, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ასე გამოისახება ციფრებში – 2,7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება ნახეს ბანკებმა. როგორ მოახერხეთ, რომ 30-33 – პროცენტ წმინდა მოგებაზე გადიან ბანკები? უთხარით იმ 1 600 000 ადამიანს, რომელიც 2000 ლარს რომ ისესხებს 5000 ლარს იხდის, რა შეუმსუბუქდება ამ მილიონობით ადამიანს, როცა თქვენ პრემიერად დაგნიშნავთ ბიძინა ივანიშვილი? ასევე, უთხარით იმ ასი ათასობით ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც გაუძვირდათ პური – 50 – თეთრიანი პური დღეს ღირს ლარი და 50 თეთრი, 1 კგ შაქარი 5 ლარი. გაძვირებულია ზეთი, ასევე სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები და ამ ადამიანებს რა შეღავათი ექნებათ? შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ საიტზე ნახავთ, რომ 303 000 ადამიანი ცხოვრობს 100-დან 900 ლარამდე ხელფასზე, ეს ადამიანები ფაქტობრივად დღეში მუშაობენ ერთ ევროდ, 3 ევროდ, 6 ევროდ და 6 ევროდ რომ ადამიანები მუშაობენ, ასეთი 29 272-ია, 5 ევროდ რომ მუშაობენ 37 000 ადამიანია, 3 ევროდ რომ მუშაობენ 29 000 ადამიანია, ამ ადამიანებისთვის რა შვება იქნება, თქვენ რომ დაგნიშნათ ახლა ივანიშვილმა? არ შემიძლია არ გკითხოთ, მე ვნახე საჯაროდ თქვენს ოჯახის წევრთან დაკავშირებით ხელფასი და შემოსავალი. მარტივი რამ უნდა გკითხოთ, როგორ დაიჯეროს მოქალაქემ, რომ თქვენ იზრუნებთ მოქალაქეების კეთილდღეობაზე იმ პირობებში, როცა 2018 წელს შეუქმენით სამსახური ოთხი ადამიანისგან შემდგარი და მის დაქვემდებარებაში სამი ადამიანი ანაზღაურებას იღებს 7000 ლარს, სხვათა შორის ასევე ვნახე სამსახურებრივი უფლებამოსილების აღწერაში წერია, რომ “რადიო კომერსანტში” იყო და ასე ვთქვათ, უწერია, რომ ეს ნამუშევრად ჩაეთვალა. ეს არის პრობლემა, რადგან ადამიანები მუშაობენ 100-200-300-400-500 ლარზე და „რადიო კომერსანტში“ ინტერვიუს მიცემისთვის 7000 – ლარიანი სამსახური ოჯახის წევრისთვის ძალიან დიდია. გაეცით იმ 303 000 ადამიანს პასუხი, რომელიც მუშაობს 800-900 ლარზე, თქვენი ოჯახის წევრს რადიოში ინტერვიუს მიცემისთვის 7000 ლარს რატომ უხდით?“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button