მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ ნაფარეულის ტყეში ხანძარია

ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტში– ცეცხლი სოფელ ნაფარეულის ტყეს უკიდია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.

რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება ხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button