მნიშვნელოვანისიახლეები

სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6 მდე გაიზარდა

სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე­ გაიზარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი, ხოლო 5 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება – ადგილზე მძიმე ტექნიკა და ათობით მაშველია მობილიზებული.
ამ დროისთვის მიწის მასიდან ამოყვანილია 6 ცხედარი, კიდევ 4 პირის სამძებრო სამუშაოები კი ისევ მიმდინარეობს. პირებს შორის, რომლებიც მეწყერმა მოიყოლა, არიან ბავშვებიც.
სპეციალისტების დახმარებით, მეხანძრე-მაშველები ცდილობენ, იპოვონ ის კონკრეტული წერტილები, სადაც შესაძლებელია, ადამიანები მიწის მასაში იყვნენ მოყოლილნი. სამძებრო სამუშაოებში, ძირითადად, ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთი ტერიტორია უშუალოდ ის მონაკვეთია, სადაც სახლები იდგა, ხოლო მეორე ლოკაცია მდინარის ნაპირია, სადაც მიწის მასამ სახლის ნანგრევები ჩაიტანა.
ადგილობრივის განცხადებით, მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რამაც ხუთი სახლი მოიყოლა, აქედან სამში ოჯახები ცხოვრობდნენ.

“დაახლოებით პირველ საათზეა მომხდარი. ხუთი ოჯახია მოყოლილი, აქედან სამ ოჯახში მაცხოვრებლები იყვნენ, რომელიც ჩაიტანა სტიქიამ. ჩემ აქ ყოფნაში, წუხელ ერთი ამოიყვანეს ცოცხალი. დანარჩენის ძებნა მიდის, რა ინფორმაციაც არის, კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს”, – განაცხადა ადგილობრივმა.
ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.
მედიასთან კომენტარი გააკეთეს ასევე სპეციალისტებმა, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობენ.

“წლიდან-წლამდე კიდევ უფრო მეტი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რაც დაკავშირებულია, როგორც აღმოჩნდა კლიმატის ცვლილებებთან და იმ უხვ ნალექთან, რომელიც პრაქტიკულად გახდა მიზეზი ამ მოვლენის.

ბოლო სამ დღეში, სამწუხაროდ, 100 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა რეგიონში, რამაც გამოიწვია არამარტო აქ, სხვა ადგილებშიც გააქტიურა მეწყრული პროცესები. სამწუხაროდ, გვაქვს მეწყრები აჭარაში, ასევე, დასავლეთის სხვადასხვა სოფლებში – სხვადასხვა მასშტაბისა და მოცულობის. ეს პროცესები, სამწუხაროდ, ამ უხვ ნალექს მუდმივად თან სდევს,” – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

„რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი – გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 5 პირის მიმართ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთში განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მათივე ცნობით, მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე. მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება კი სააგენტოს ცნობით, ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ნალექებთან:

გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ნერგეეთში განვითარებულ მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი – გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 5 პირის მიმართ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები.

„ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.

კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 6 ადამიანი.
საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი მეწყრული პროცესების გააქტიურების შემთხვევები. მხოლოდ 2022 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს 1120 მეწყრული პროცესი აქვს აღრიცხული – 2012 წელს ეს რიცხვი 325 იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button