პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

დაკავება პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით – სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი ძებნილი პირი აიყვანეს.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა 11 მაისს, ღამით, პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 17 მასრა ამოიღეს. პოლიციამ ავტომანქანა გურჯაანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გამოძიების მტკიცებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button