რეგიონი

სოფელ ფახულანის საოკუპაციო ხაზთან და ფახულანის პირველ საჯარო სკოლაში სახელმწოფო დროშა აღმართეს

სოფელ ფახულანის საოკუპაციო ხაზთან და ფახულანის პირველ საჯარო სკოლაში სახელმწოფო დროშა აღმართეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს,რომელიც 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ, სოფელ ფახულანის საოკუპაციო ხაზთან და ფახულანის პირველ საჯარო სკოლაში სახელმწოფო დროშა აღმართა.

‘’დროშის დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელსაც არა მხოლოდ საჯარო მოხელეები, არამედ მოქალაქეებიც დიდი სიამოვნებით აღნიშნავენ ამ დღეს, უკვე წლებია. სახელმწიფო სიმბოლიკის ერთ-ერთი დასტური არის დროშა. ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ეს დღე, როდესაც ადამიანები საჯარო უწყებებსა და სახლებზე გამოფენენ სახელმწიფო დროშებს, ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული. წალენჯიხაში ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ აქ სოფელ ფახულანში, სადაც საოკუპაციო გამყოფი ხაზია.

ვფიქრობ, ქართული დროშა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს 5-ჯვრიანი დროის სახე მიიღო, კარგად ასახავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიას. იქ, სადაც საოკუპაციო გამყოფი ხაზია, ყველაზე მეტად სჭირდებათ მოქალაქეებს ჩვენი გვერდში დგომა და ამით დავაფიქსირებთ, რომ სახელმწიფო დგას მოქალაქის გვერდით.

რატომ სკოლის ეზო. თავიდან, როდესაც ვეძებდით ადგილს – სად აღგვემართა დროშა, ვნახეთ, რომ სკოლის ეზოში იყო ეს ბოძი, თუმცა, არ იყო დროშა. სიმბოლურიც არის, ვფიქრობ, რომ დღეს განათლების სისტემაში გამოცარიელებულია ეროვნული იდენტობის მარყუჟები. ჩვენ განათლებით ვებრძვით ოკუპაციას”, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.

საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობაც დაესწრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button