მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ ქვაითში 13 წლის მოზარდს ეძებენ

მარტვილში გაუჩინარებულ 13 წლის გოგონას მეორე დღეა ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, მოზარდი გუშინ, სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მისმა მასწავლებელმა ნახა.

“დაახლოებით 5-ის ნახევრისთვის მასწავლებელს დაემგზავრა ბავშვი, მასწავლებელი თავის სახლში შევიდა და მან კი გააგრძელა გზა. თავის დროზე რომ არ მოვიდა მშობლები გამოვიდნენ მოსაძებნად”, – ამბობს დაკარგული გოგონას ახლობელი.

დაკარგული 13 წლის მოზარდი თამარ რუხაიაა.

ის სოფელ ქვაითის მკვიდრია. ბავშვი მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

რუხაიებს 4 შვილი ჰყავთ.

გოგონას ბებიის ცნობით, პოლიციაში მოზარდის მშობლები გამოიკითხნენ.

მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button