მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ შალაურში, 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარს ვერ მიაგნეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 2 წლის წინ გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის ცხედარს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, შალვა მაისურაძე 68 წლის
ქალის ცხედრის სავარუდო ადგილსამყოფელის დადგენასა და საეჭვო ველის გამოვლენას

სპეციალური გეოფიზიკური დანადგარის მეშვეობით, რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
სპეციალისტებმა 1 ჰექტარზე მეტი ფართობი დაათვალიერეს.

დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცავებმა ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს და დაახლოებით, 10 მეტრის სირძეზე საეჭვო ადგილი მოთხარეს.
ჯერჯერობით, ცხედარი ნაპოვნი არ არის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ საძიებო სამუშაო უნდა გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, 2020 წელს გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში ექსპერტები უკვე მეორე დღეა ჩაერთნენ.

ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ შალაურში მცხოვრებმა ქალმა მეგობარს უამბო, რომ დაკარგული ბედმანიკაშვილი სახლში მიიყვანა, სამი დღით ჩაკეტა და შემდეგ, გარდაცვლილი, საკუთარ ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა.

პოლიციამ უკვე გამოკითხა საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი.

ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button