მნიშვნელოვანისიახლეები

„კადიროველების“ საქართველოში ყოფნა ტყუილი ჩვეულებრივი „ფეიკი“ იყო

ქართული ოცნება, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კადიროველები საქართველოში არ ყოფილან და ეს დადასტურდა. კობახიძე არ აზუსტებს, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას და არც იმას ამბობს, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები.
კობახიძის განმარტებით, მსგავსი ტყუილების გავრცელება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

“რეალურად დადასტურდა, რომ კადიროველების ყოფნა საქართველოში იყო ტყუილი. არავითარი კადიროველების ყოფნა არ დადასტურებულა. მარტივი ტყუილი გაავრცელეს, მათ შორის გაავრცელე ფოტოები იარაღით მყოფი ადამიანების, რომელიც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ უკავშირდებოდა იმ პერიოდს, როდესაც ეს ავტომობილები დაფიქსირდება საქართველოში”, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მანქანები რუსული ნომრებით, რომლებიც ივნისის დასაწყისში ნატახტარში, შემდეგ კი ბათუმში გამოჩნდნენ, ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გარემოცვას ეკუთვნის.

ბათუმში გადაღებულ ფოტოზე ერთ-ერთი მერსედესის მარკის მანქანის ნომერი ემთხვევა მანქანას, რომელიც ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩის ინსტაგრამ გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს.

ქართული ოცნების რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ მაშინ განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი, გროზნოს ყოფილი მერი და მათი მეგობრები.

“დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა”, – დაწერა სამხარაძემ.

სამხარძის მიერ ნახსენები ბიზნესმენი, სავარაუდოდ, ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩია. მას კადიროვთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა, როგორც მედია წერს, ეს უთანხმოება მოაგვარეს. ახლა ის კადიროვის ახლო წრეს წარმოადგენს.

კადიროველები საქართველოში-რუსული ესკორტი ქვეყნის არაერთ ადგილს სტუმრობდა

მსგავსი პოსტები

Back to top button