სოფელ შილდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

როგორც რადიო “ჰერეთს” მინისტრმა წულუკიანმა განუცხადა, ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლება.

“მომხმარებელს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი, შილდასთან ერთად, მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებსაც, ჯამში 6000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button