რეგიონისაქართველოსიახლეები

სოფელ ცაისში ავტოავარიაში ორი ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მანქანა ბეტონის მოსაცდელს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button