მოზაიკამსოფლიოსიახლეები

სოფელი ნიუ-იორკი უკრაინაში

დონეცკის ოლქის სოფელ ნოვგოროდსკოეს ნიუ-იორკს დაარქმევენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

ადგილობრივთა ინიციატივას უმაღლესი რადის რეგიონალური განვითარების კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ 1951 წლამდე სოფელს ნიუ-იორკი ერქვა. ის გერმანელმა პროტესტანტებმა ააშენეს, რომლებიც დონეცკში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ.

სოფელში 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

არსებობს მოსაზრება, რომ მე-18 საუკუნეში ამ სოფლის მცხოვრები, აგურის ქარხნის მეპატრონე, ნიუ-იორკში გაემგზავრა გამოფენის მონახულების მიზნით. მას თავისი თარჯიმნის ქალიშვილი შეუყვარდა, რომელიც წამოუყვანია კიდეც სამშობლოში.
გოგონას იმდენად ენატრებოდა საკუთარი სახლი, რომ ქარხნის მეპატრონემ სოფელს დაარქვა ნიუ-იორკი.

მაგრამ ცივი ომის დროს საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა სოფლის სახელი შეეცვალა ნოვგოროდსკაიად, რადგან ყოფილი სახელი ”არც ისე რუსულად ჟღერდა” და ემთხვეოდა ამერიკულ ნიუ იორკს.

მსგავსი პოსტები

Back to top button