მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელს ცოდნისკარში ხანძარს 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
სოფელს ცოდნისკარში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ცეცხლის დროს, 70 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით ხანძარი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული, ბუნებრივი აირის ხელსაწყოს აფეთქებას მოჰყვა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
ხანძრის გამომწვევ რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button