სოფია კოპოლა ფილმ Lost in Translation-ის ვარსკვლავს, მსახიობ, ბილ მარის Apple-ის პირველ კინოფილმში გადაიღებს.ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.
ფილმის სახელწოდება „On the Rocks“-ი იქნება. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ტექნოლოგიურმა გიგანტებმა თავიანთი პლატფორმების შექმნა დაანონსეს.
ბილ მარისთან ერთად ფილმში მონაწილეობას რაშიდა ჯონსი მიიღებს. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა დედის ისტორიას. Apple-ი სხვადასხვა სატელევიზიო პროექტზე პარალელურად ჯენიფერ ენისტონთან, სტივენ სპილბერგთან და რიზ უიზერსპუნთანაც მუშაობს.