ქართველი ჩოგბურთელი სოფიკო შაფათავა წყვილთა თანრიგში, ობიდოშის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან მეწყვილე ემილი უები სმიტთან ერთად, იტალიელი მარტინა კოლმენიასა და კოლუმიელი
მარია ფერნანდა ერასო გონსალესის წყვილი დაამარცხა ანგარიშით –
6:3, 6:0.
30 წლის სპორტსმენი, ამ დროისთვის წყვილთა რეიტინგში 222-ე პოზიციაზეა,
WTA-ს ინდივიდუალურ რეიტინგში კი 417-ე ადგილს იკავებს.