რეგიონი

სოფლების თეკლათი-ნოჯიხევის მონაკვეთზე საცხოვრებელი სახლი იწვის

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფლების თეკლათი-ნოჯიხევის მონაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი იწვის.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებში ცეცხლს აქრობენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახლში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. დედამ ბავშვების სახლიდან გამოყვანა მოახერხა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button