“სოფლელ კურდღელაურში 42 წლის მამაკაცი მოკლეს”

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლელ კურდღელაურში 42 წლის მამაკაცი მოკლეს – ინფორმაცია შს სამინისტროში დაადასტურეს.

გვამს სასაფლაოზე თანასოფლელებმა მიაკვლიეს. მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

შსს-ს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში გურჯაანში, სოფელ ველისციხეში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button