სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა 2019 წელს ამოქმედდება

სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა 2019 წელს ამოქმედდება.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს ახალ პროექტზე რომლის დახვეწაც, სავარაუდოდ, 2018 წელს მოხდება.

“რესურსი, რომელიც სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე იყო მიმართული, ძალიან ხშირ შემთხვევაში იხარჯებოდა რეზულტატების გარეშე. ძალიან მცირე პროექტებს ხმარდებოდა და რეალურად ნამდვილად ვერ ხერხდებოდა სოფლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტა. მთლიანობაში რეგიონული პროექტების დაფინანსება საერთო ჯამში არის გაზრდილი და ის რესურსი, რაც ამ პროგრამაში იხარჯებოდა, გადავანაწილეთ სხვა პროექტებში, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მჭიდროდ შესაბამის კომიტეტებთან, რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ახალ მოდელს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2017 წლიდან გაუქმდა.

 

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button